|
2026-01-14 20:43:43, 820 ნახვა
პოლიტიკა
Fox News: აშშ 75 ქვეყნისთვის ვიზების გაცემას დროებით აჩერებს, მათ შორის საქართველოსთვის
Fox News-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი 75 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის პროცესს დროებით აჩერებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც პირველად Fox News Digital-მა მოიპოვა, საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უარი თქვან ვიზების გაცემაზე, სანამ უწყება სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს გადახედავს. Fox News-ის თანახმად, გადაწყვეტილება მიზნად ისახავს იმ აპლიკანტებისთვის ხელის შეშლას, რომლებიც, სავარაუდოდ, "საზოგადოებრივი ტვირთი" გახდებიან და სახელმწიფოზე იქნებიან დამოკიდებულნი. Fox News აქვეყნებს ქვეყნების სრულ სიას, რომელშიც შედის მათ შორის საქართველოც და კიდევ - სომალი, რუსეთი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი. Fox News წერს, რომ ვიზების შეჩერება 21 იანვრიდან შევა ძალაში და განუსაზღვრელი ვადით გაგრძელდება იქამდე, სანამ სახელმწიფო დეპარტამენტი ვიზების გაცემის პროცესს ხელახლა არ შეაფასებს. როგორც მედია აღნიშნავს, 2025 წლის ნოემბერში სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებულ წარმომადგენლობებს გაუგზავნა დეპეშები, რომელშიც კონსულ ოფიცრებს ავალდებულებდა, საიმიგრაციო კანონის ე.წ. "საზოგადოებრივი ტვირთის" (public charge) დებულების ფარგლებში შემოწმების ახალი, მკაცრი წესები აემოქმედებინათ. Fox News წერს, რა შემთხვევაში უნდა ეთქვათ ვიზაზე უარი მოქალაქეებს. ჩამონათვალშია:
Fox News აღნიშნავს, რომ ახალი შეჩერების წესიდან გამონაკლისები იქნება "ძალიან შეზღუდული" და მხოლოდ მას შემდეგ დაიშვება, რაც აპლიკანტი "საზოგადოებრივი ტვირთის" კრიტერიუმებთან დაკავშირებულ შემოწმებას გაივლის.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)