|
2026-01-07 14:29:08, 617 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი: სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე ბოროტი და მკვლელი იარაღი
ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის თქმით, "ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე მკვლელი იარაღი". "ყველას მიეცა შესაძლებლობა, ხმამაღლა ისაუბროს, რომ არაფრის გაფეტიშება არ შეიძლება, მათ შორის, არც სიტყვის, რომელიც შეიძლება, იყოს კიდევ უფრო ძლიერი იარაღი, როგორც ნელი მოქმედების იარაღი ადამიანის წინააღმდეგ და ამის კარგი მაგალითია საქართველო. [...] პატრიარქი მიუთითებს, რომ ყველამ უნდა გაიაზროს, რომ ჩვენ სიტყვის თავისუფლების სახით შემოგვაპარეს ყველაზე უფრო ბოროტი და ყველაზე უფრო მკვლელი იარაღი, რომელიც კლავს არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ კლავს ადამიანის სულს და, მათ შორის, იმის სულს, ვინც ამ იარაღს იყენებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყური დავუგდოთ არა ფსევდო იდეოლოგიის გამავრცელებლებს, ბრიუსელს, მის დაფინანსებულ „ენჯეოებს“, არამედ ყური დავუგდოთ იმას, რაც ჩვენ მოგვდგამს უკვე 1700 წელია, ჩვენს ეკლესიასა და მის სიტყვას", - თქვა შალვა პაპუაშვილმა. ამ განცხადებით ის პატრიარქის სახელით გამოქვეყნებულ ეპისტოლეს გამოეხმაურა, სადაც ეწერა: "სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს".
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)