|
2026-01-07 11:46:55, 790 ნახვა
საზოგადოება
შსს: გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 2 ადამიანი დავაკავეთ, 3 ვამხილეთ
შსს-ს ცნობით, გარდაბანში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე 2 პირი ცხელ კვალზე დააკავეს და 3 პირი კი ამხილეს. შსს-ს თანახმად, 6 პირს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა 2 პირს, ერთ-ერთმა კი 2 ადამიანს ავტომანქანა განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ერთი გარდაიცვალა. შსს-ს განცხადება: "შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის ძალადობრივად დარღვევისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით: 2000 წელს დაბადებული ე.მ. და 1995 წელს დაბადებული მ.მ. დააკავეს, ხოლო 1999 წელს დაბადებული ს.ა., 1971 წელს დაბადებული ა.მ. და 1996 წელს დაბადებული ე.მ. ამხილეს. გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე 2 პირს. ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა კუთვნილი ავტომანქანა 2 მათგანს განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული 4 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2 პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს და 3 პირი ამხილეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 160-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.
„თეგეტამ“ Datamind-თან პარტნიორობით მონაცემთა მართვის სისტემა გარდაქმნა
განსაკუთრებული შესაძლებლობა მხოლოდ თიბისის მომხმარებლებისთვის
ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო
პაპუაშვილი ფიშერზე: აუხსნას ვინმემ, რომ არ ვაპირებთ უკრაინა-მოლდოვის EU-ის გზას დავადგეთ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)