|
2026-01-06 12:29:15, 698 ნახვა
პოლიტიკა
პარიზში მსურველთა კოალიციის შეხვედრა გაიმართება - მონაწილეობას 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს
დღეს პარიზში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრა გაიმართება - ფორმატში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად მონაწილეობას 27-ზე მეტი ლიდერი მიიღებს. შეხვედრაზე აშშ-ის დელეგაციას დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. Reuters წერს, რომ ლიდერები შეეცდებიან, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიონ. ასევე, გამოცემის თანახმად, ლიდერები რუსეთის მიერ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარის თქმის შემთხვევაში, უკრაინისთვის მხარდაჭერის გაზრდის საკითხზეც იმსჯელებენ. Bloomberg-ის მიხედვით, დღეს პარიზში გამართული მოლაპარაკებები ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა ინტეგრირდეს ვაშინგტონის მიერ ცოტა ხნის წინ შეთავაზებული შესაძლებლობები უკრაინის მოკავშირეებისგან შემდგარი ე.წ. მსურველთა კოალიციის მიერ შემუშავებულ გეგმებთან. გამოცემა წერს, რომ ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს ომისშემდგომ უკრაინაში ამერიკული ჯარების ადგილზე განლაგების შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების მდგრადობა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)