|
2026-01-05 14:04:37, 757 ნახვა
პოლიტიკა
Times: თუ პროტესტს ვერ ჩაახშობენ, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოსკოვში გაქცევას გეგმავს
იმ შემთხვევაში, თუ ირანის უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას ვერ შეძლებენ, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოსკოვში გაქცევას გეგმავს, – ამის შესახებ სტატიას „თაიმსი“ აქვეყნებს. გამოცემისთვის მიწოდებული სადაზვერვო ანგარიშის თანახმად, სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში 86 წლის ხამენეი თეირანიდან თავის 20 თანაშემწესა და ოჯახის წევრთან ერთად გაქცევას განიხილავს. „გეგმა B ხამენეისთვის, მისი ახლო წრისა და ოჯახისთვისაა, მათ შორის მისი ვაჟისა და მემკვიდრის, მოჯტაბასთვის“, – განუცხადა „თაიმსს“ სადაზვერვო წყარომ და აღნიშნა, რომ ეს გულისხმობს „აქტივების, საზღვარგარეთული ქონების და ნაღდი ფულის შეგროვებას უსაფრთხო გადასვლის უზრუნველსაყოფად“. როგორც „თაიმსი“ წერს, ხამენეის აქტივების ფართო ქსელი აქვს. 2013 წელს „როიტერის“ გამოძიების თანახმად, მისი მთლიანი აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება და კომპანიები, 95 მილიარდ დოლარად შეფასდა. წყაროები აღნიშნავენ, რომ გაქცევის გეგმა ამოქმედდება, თუ ხამენეი ჩათვლის, რომ მისი უსაფრთხოების ძალები ბრძანებებს არ ასრულებენ. მიუხედავად იმისა, რომ ხამენეი აკონტროლებს სამხედრო პირების დანიშვნებს, ის გასულ წელს, ისრაელთან ომის შემდეგ „როგორც გონებრივად, ასევე ფიზიკურად დასუსტდა“. „თაიმსი“ წერს, რომ ის იშვიათად ჩნდება საჯაროდ და ბოლო რამდენიმე დღის საპროტესტო აქციების დროს მას განცხადება არ გაუვრცელებია. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების განცხადებით, ერთი კვირის განმავლობაში ირანში საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, სულ მცირე, 16 ადამიანი დაიღუპა. დემონსტრაციები ინფლაციის მკვეთრი ზრდის გამო დაიწყო მთელ ქვეყანაში და დემონსტრანტებსა და უსაფრთხოების ძალებს შორის ძალადობრივ დაპირისპირებებში გადაიზარდა.
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)