|
2025-12-29 21:39:57, 3274 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების ინიციატივით, კორეაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თანამშრომლობით, სამხრეთ კორეაში, სეულში, ანიანგის უნივერსიტეტში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. ამასთან, წიგნის გამავრცელებელ საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა საბერძნეთში (ათენი) და ესპანეთში (მადრიდი). საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი წიგნის კუთხეები კი ხელმისაწვდომია დუბლინში (ირლანდია), ათენისა (საბერძნეთი) და ბარსელონას (ესპანეთი) საკვირაო სკოლებში. აღნიშნული ინიციატივები ქართველ ემიგრანტებს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეთ წვდომა ქართულ წიგნებსა და ლიტერატურაზე. საქართველოს ბანკის ქართული წიგნის კუთხეების პროექტი გრძელდება და სულ მალე მსოფლიოს მასშტაბით ახალ ლოკაციებზეც იქნება ხელმისაწვდომი. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის განათლებისა და შემეცნების სივრცის შესაქმნელად, ინოვაციური ბიბლიოთეკების - იდეათეკების პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს მასშტაბით, 11 რეგიონის 25 სკოლის 18 000-ზე მეტ მოსწავლეს აძლევს წვდომას განათლების მისაღებად საჭირო რესურსებზე. თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით - ზოგადი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ. ეს საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების მხოლოდ ნაწილია. ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)