|
2025-12-27 10:57:54, 5784 ნახვა
საზოგადოება
ლტოლვილი უკრაინელი ოჯახებისთვის დახმარება 2026 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეებისა და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებისთვის, სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის ღონისძიებების ფარგლებში, ოჯახზე 300-ლარიანი, ხოლო პირზე 45-ლარიანი დახმარების ვადა 2026 წლის 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის განკარგულების თანახმად, დაფინანსებას სოციალური მომსახურების სააგენტო სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ მიწოდებული სიის საფუძველზე გასცემს. ამასთან, საარსებო პირობების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული 45 ლარი, მომდევნო თვიდან, არ გაიცემა პირზე, რომელმაც ყოველთვიური შემწეობის − 45 ლარის მიღების უფლება „საერთაშორისო დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად მოიპოვა და/ან საქართველოს ტერიტორია დატოვა, ხოლო 300-ლარიანი დაფინანსება მომდევნო თვიდან შეუწყდება ოჯახს, თუ მისი ყველა წევრი დატოვებს საქართველოს ტერიტორიას. განკარგულებას ხელს აწერს ირაკლი კობახიძე.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)