16:22 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 11:53:01, 436 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზურაბიშვილი: კოალიციაში დარჩენის საკითხზე პარტია განცხადებას უახლოეს პერიოდში გააკეთებს

შესაძლოა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ კოალიცია „ქართული ოცნება“ დატოვოს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, პარტია განცხადებას დღეს გააკეთებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, პარტიის ეროვნული კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხზე იმსჯელეს და გადაწყვეტილებას პარტიის თავმჯდომარე უახლოეს პერიოდში გაავრცელებს.

„ჩვენ გვქონდა ეროვნული კომიტეტის სხდომა, სადაც ვიმსჯელეთ არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე, რომლის შესახებაც პარტია უახლოეს პერიოდში გააკეთებს განცხადებას. ეს არის პარტიის თავმჯდომარის ოფიციალური განცხადება, რომელიც დღეს გამოქვენდა. ამ თემაზე სხვას ვერაფერს ვერ დავამატებ. განცხადება, როდესაც გამოქვეყნდება, ყველა დეტალს შეიტყობთ.

რა გადაწყვეტილებაა მიღებული, ახლა ამას ვერ გეტყვით. შემიძლია გითხრათ, მხოლოდ ის, რომ არჩევნებში მონაწილეობის ფორმაზე პარტიას გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რაც ცნობილი გახდება უახლოეს დღეებში. ამის მეტს ვერაფერს ვერ გეტყვით როგორც არ უნდა შემომიბრუნოთ კითხვა და რა ფორმულკირებით მაინც ამას გიპასუხებთ“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ დავით ზურაბიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics