|
2025-12-25 20:01:05, 10062 ნახვა
სამართალი
ბურჭულაძე: არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას რისთვისაც დამაკავეს არ გაითვალისწინებდნენ
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ამბობს, რომ ბრალდება, რომლითაც იგი დააკავეს, აბსურდულია. თავის სასამართლო პროცესზე მან აღნიშნა, რომ იმ ჩვენებას, რომელიც მის წინააღმდეგაა საქმეში "არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ გაითვალისწინებდნენ". "რაც შეეხება მტკიცებულებებს და ბრალს. არ ვიცი, იმდენად აბსურდულია, რანაირად გავაკეთო კომენტარი, თუმცა ის, რაც აღნიშნა ბრალდებამ და ზოგადად, ჩემი დაკავება მოხდა ერთი- მტკიცებულება იყო ირიბი და ჩვენება იყო შეცვლილი. მე მგონია, რომ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ამ ჩვენებას არ გაითვალისწინებდა საერთოდ, განა მარტო სასამართლო, ბრალდების მხარეც არ გაითვალისწინებდა. ეს ერთი და მეორე მტკიცებულება იყო თითქოს შევნიღბე მე ლეგალიზაციის მიზნით და ამბობენ უძრავ ქონებას, რომელზეც მე თვითონ ვამბობ, არ გამიყიდია-მეთქი. თითქოს გაასხვისაო და იმით შეიძინაო. მე თვითონ არც ერთ ჩვენებაში არ მითქვამს, რომ ამით შევიძინე-მეთქი. ვაკონკრეტებ - ორი ბინა, რომელიც გავასხვისე და რომელიც იყო შეძენილი ჩემს საჯარო მოხელეობამდე, ამით შევიძინე ესპანეთის სახლი და რაც შეეხება იმ ფორმალურ თუ ფიქტიურ გადაფორმებას, მე თვითონ ვამბობ, იმით არ მიყიდია ის ბინა. ბინის საფასური, რომელიც დაახლოებით 500 ათასი ევრო ღირდა, დავფარე მე ორი ბინის რეალიზაციით. ეს არის ბრალდება, ამის საფუძველზე დამაკავეს მე"- თქვა ბურჭულაძემ. ბურჭულაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)