|
2025-12-25 15:54:24, 9850 ნახვა
ეკონომიკა
STEM ოლიმპიადის მონაწილეებისთვის საკონსულტაციო შეხვედრები იწყება - საქართველოს ბანკი, განათლების მთავარი მხარდამჭერი
საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადა სულ მალე დაიწყება. ხოლო იმისთვის, რომ 2025-2026 წლის ოლიმპიადის მონაწილეებმა უკეთ გაართვან თავი ფიზიკისა და მათემატიკის დავალებებს, მოსწავლეებთან წინასწარი საკონსულტაციო შეხვედრები იმართება. კონსულტაციის ფარგლებში:
კონსულტაციებს ჩაატარებენ კომაროვის ფიზიკის და მათემატიკის საოლიმპიადო წრის ხელმძღვანელები. პირველი საკონსულტაციო შეხვედრები 27 დეკემბერს ფიზიკაში, 28 დეკემბერს კი მათემატიკაში გაიმართება. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკი, კომაროვის სკოლასთან ერთად, უკვე მესამე წელია STEM ოლიმპიადას ახორციელებს. პროექტს, რომელიც ფიზიკით, მათემატიკით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით და ინჟინერიით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის STEM მიმართულებით განათლების შესაძლებლობების შექმნას ისახავს მიზნად. ოლიმპიადა სამ ტურად იმართება: ონლაინ ტურის ფარგლებში, თითოეული სკოლის გუნდიდან სამი მოსწავლე მათემატიკის, ორი კი ფიზიკის ტესტს წერს. ტესტირების შედეგად ონლაინ ტურში მონაწილე სკოლების 50% გადადის პირველ ტურში. პირველი ტური უკვე ფიზიკურ ფორმატში ტარდება, სადაც საუკეთესო შედეგის მქონე 10 სკოლა ვლინდება, რომლებიც ფინალურ ტურში ასპარეზობენ. ფინალურ რაუნდში მოსწავლეები გუნდურად მუშაობენ STEM დავალებების ამოხსნაზე. ამასთან, ფინალურ ტურში გადასული გუნდების მენტორები სპეციალური გადამზადების კურსს გადიან, რომელსაც კომაროვის STEM მიმართულების სპეციალისტები უძღვებიან. საქართველოს ბანკის და კომაროვის სკოლის STEM ოლიმპიადის ფარგლებში მონაწილეობა უკვე 300-ზე მეტი სკოლის, 1500-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: ganatleba.bog.ge
კობახიძე: ჩვენთვის კონკრეტულად ბატონი ფიშერი საერთოდ არ არის ევროპელი
კობახიძე: ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)