|
2016-03-27 10:59:16, 597 ნახვა
საზოგადოება
თინათინ ხიდაშელმა კათოლიკე მრევლს აღდგომა მიულოცა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა კათოლიკე მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. თავდაცვის მინისტრი თბილისში, მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მესას დაესწრო. „მინდა მივულოცო ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს, ვისთვისაც დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული თენდება. მინდა ვუსურვო მათ დღეგრძელობა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება. მშვიდობიანი და წარმატებული ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ყოფილიყვნენ მუდამ. ყველას, ვინც დღეს ზეიმობს აღდგომას - სომეხ მრევლს, კათოლიკეებს ვუსურვებ, რომ ერთად გვეპოვოს გამოსავალი იმ მძიმე მსოფლიოში, რომელშიც ჩვენ ყველანი ერთად აღმოვჩნდით სულ რამდენიმე დღის წინ. გვეპოვოს მშვიდობა და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ყოველი ასეთი დღესასწაული ერთმანეთისთვის მიგველოცოს მშვიდობიან და წარმატებულ ქვეყნებში.“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა. საღვთო ლიტურგია კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა ჯუზეპე პაზოტომ აღავლინა. ეპისკოპოსმა თინათინ ხიდაშელს სტუმრობისა და მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა. საზეიმო ლიტურგიას თავდაცვის მინისტრთან ერთად, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ აგლაძე და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.
მედვედევი კიევის დაბომბვაზე - ჩვენ უნდა დავრტყმა მივიტანოთ - როგორც დღეს გავაკეთეთ და კიდევ უფრო ძლიერად
უსიკმა დაძაბულ ბრძოლაში ვერჰოვენი ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულები დაიცვა
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)