|
2016-03-26 09:26:06, 516 ნახვა
საზოგადოება
ფატი ხალვაში: ის შავი პიარი, რომელიც „ჰუმანითი ჯორჯიას“ წინააღმდეგ ააგორეს, ბაზარზე სხვების პოზიციების გამყარებას ემსახურებოდა
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ შეიმუშავა ფანასკერტელის ინდექსი, რომლის მიხედვითაც ტარდებს ფარმაცევტული ბაზრის კვლევა. ორგანიზაცია ყოველთვიურ რეჟიმში აკვირდება 200 ყველაზე ხშირად მოხმარებადი მედიკამენტის ფასს. უკანასკნელი კვლევის თანახმად, მედიკამენტების ბაზარზე, ბოლო 4 თვის მანძილზე, ფასების კლების ტენდენცია შეინიშნება. აღნიშნულ საკითხზე ვესაუბრეთ ჯანდაცვის კომიტეტის წევრს ფატი ხალვაშს: მიგაჩნიათ, რომ ფასების კლების ტენდენცია უკავშირდება ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშის „ჰუმანითი ჯორჯიას“ შემოსვლას? - რა თქმა უნდა, ეს არის ბაზარი, არის ბიზნესი. როდესაც ბაზარზე არის მონოპოლია, მონოპოლისტი კომპანიები თავად ადგენენ ფასებს და მართავენ სიტუაციას. როცა ახალი მოთამაშე შემოდის ბაზარზე, ეს აჩენს და ზრდის კონკურენციას, რაც ძალიან კარგია. მივესალმები ყველა კომპანიას, რომელიც შემოვა, იქნება ბრენდი, თუ სხვა, რადგან ეს კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის ფასებს. ჩვენ ვიცით, რომ ბაზარზე მოქმედ კომპანიებს აქვთ გამოცხადებული ფასდაკლების დღეები. ეს ნაბიჯი სწორედ კონკურენციითაა ნაკარნახევი. ის შავი პიარიც, რომელიც აგორებული იყო ახალი მოთამაშის წინააღმდეგ, ნაკარნახევი იყო მხოლოდ ერთი მიზეზით, თავად გაიმყარონ პოზიციები. რაც შეეხება უხარისხობის ბრალდებას, არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომლებმაც უნდა იზრუნონ, უხარისხო და ფალსიფიცირებული მედიკამენტები არ მოხვდეს ბაზარზე. როგორც წესი, თავისუფალ ბაზარზე, სახელმწიფო ზემოქმედებს ორი ბერკეტის საშუალებით: ერთია რეგულაციების გამკაცრება და მეორე- კონკურენციის ხელშეწყობა. როგორც ვხედავთ,სახელმწიფო მეორე გზას, ანუკ ონკურენციის წახალისებას ირჩევს. როგორ შეაფასებთ ამ ნაბიჯს? - ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის, აზრი ასეთია: სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, იქნება ეს კვების პროდუქცია, სამომხმარებლო საქონელი, თუ მედიკამენტები, ხოლო ფასებს უკვე ბაზარი დაარეგულირებს. სახელმწიფოს მოვალეობა არის, ხელი შეუწყოს ბიზნესის და თავისუფალი ბაზრის ჩამოყალიბებას. მას უნდა ჰქონდეს რეგულაციები ნებისმიერი მიმართულებით, რისი რეგულირებისათვის სახელმწიფოს ჩარევაა საჭირო. ბაზარი და კონკურენცია კი თავის სიტყვას იტყვის.
თეთრი სახლის მახლობლად სროლის ხმა გაისმა, საიდუმლო სამსახურმა კი ეჭვმიტანილი მოკლა
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი - რუსებმა ბირთვული რაკეტა გამოუშვეს, ქობინის გარეშე, ტვინმოტ...ლები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)