|
2016-03-25 17:19:33, 810 ნახვა
ეკონომიკა
ბათუმში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება
მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში ფიროსმანის ქუჩა N1-ში მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ემ-კვადრატს“ 289 კვ.მ. ფართი და მასზე წილობრივად დამაგრებული მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა. როგორც "ექსპრესნიუსს" აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურიდან აცნობეს, საინვესტიციო პირობების მიხედვით, 18 თვის ვადაში უძრავ ქონებაზე არანაკლებ 10 000 კვ.მ. ფართის მქონე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა განხორციელდება. ახალაშენებულ კომპლექსში შპს „ემ-კვადრატი“ ობიექტის მიწისზედა მეორე სართულზე 190 000 დოლარის ღირებულების გარემონტებულ საოფისე ფართს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. პრეს-სამსახურის ინფორმაციით, კომპლექსის აშენებიდან ერთი თვის ვადაში კომპანია ასევე იღებს ვალდებულებას აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმისთვის ბათუმში არანაკლებ 150 კვ.მ ფართის მქონე შენობა-ნაგებობით უზრუნველყოფას. მუზეუმში არსებული ბიბლიოთეკის საარქივო მასალებისა და სხვა მოძრავი ქონების ტრანსპორტირებაც უსასყიდლოდ მოხდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)