|
2025-11-26 18:30:33, 1966 ნახვა
საზოგადოება
ოქროს კომპასის პროექტის "დამსაქმებლის გამოწვევის" გამარჯვებული გუნდის ვინაობა ცნობილია
საქართველოს ბანკი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, არაფორმალური განათლების ცენტრის – ოქროს კომპასის პროექტის “დამსაქმებლის გამოწვევის” მხარდამჭერია. ინიციატივა მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს, მიიღონ ბრიტანული განათლება. ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეებმა იმუშავებეს საქართველოში არსებული სხვადასხვა ორგანიზაციის რეალურ გამოწვევებზე და მოიფიქრეს პრობლემური ქეისის გადაწყვეტის გზები. დავალება ჩივნინგის სტიპენდიატებისგან დაკომპლექტებულმა ჟიურის წევრებმა შეაფასეს და საუკეთესო გუნდიც გამოავლინეს. გამარჯვებული გუნდმა, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდნენ ლიზი თხილაიშვილი – თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მართვისა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა სკოლის ბაკალავრის საფეხურის სტუდენტი და ელისაბედ სიხარულიძე – კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტი, იმუშავა ჯანმრთელობის დაცვისა და ადამიანის უფლებების კვლევის ცენტრის გამოწვევაზე, რომლის მიზანი იყო ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ჯანდაცვის მომსახურების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფა. პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს საშუალება ჰქონდათ, მონაწილეობის პერიოდში ჩართულიყვნენ ვორკშოპებში ისეთ თემებზე, როგორიცაა:
ვორკშოპების მიზანი იყო, მონაწილე ახალგაზრდებს ქონოდათ სრული ინფორმაცია და უნარები, რათა უკეთ ემუშავათ ორგანიზაციების გამოწვევებზე. აღსანიშნავია, რომ ოქროს კომპასის პროექტი “დამსაქმებლის გამოწვევა” ადაპტირებულია ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის (UCL) განათლების ინსტიტუტის ნებართვით. ინფორმაციისთვის, ოქროს კომპასი არაფორმალური განათლების ცენტრია, რომელიც ერთი მთავარი მიზნით შეიქმნა – დაეკავშირებინა საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების პროფესიონალებთან.დამატებითი ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ოქროს კომპასის ვებგვერდზე www.goldencompass.edu.ge საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)