|
2025-11-21 19:51:36, 1181 ნახვა
პოლიტიკა
ლუკა ძაძამიას საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა
ლუკა ძაძამიას საკრებულოში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. საკრებულოს სხდომაზე მისი უფლებამოსილების შეწყვეტაზე 21 ნოემბერს ისმჯელეს. გუშინ, 20 ნოემბერს, TV პირველმა გაავრცელა დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ლუკა ძაძამიამ თბილისის საკრებულო დატოვა. ძაძამიას თქმით, თავად მიიღო გადაწყვეტილება საკრებულოს მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით. "მივიღე გადაწყვეტილება საკრებულოს მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით. ჩემი სწრაფვა და მიზანი ყოველთვის იყო საზოგადოებრივი ინტერესების დაცვა, ამ მიზნის მიღწევისთვსი და განხორციელებისთვის მივიღე აღნიშნული გადაწყვეტილება. ამ პერიოდში ვიყავი არაერთი თავდასხმის ადრესატი, რომლის მთავარი ფუძემდებლები მათ შორის თქვენი მედია საშუალებებიც იყვნენ. საქმიანობას გავაგრძელებ ახალი სტატუსით ჩემი პირადი რესურსით ვუზრუნველვყოფ ხსენებული მიზნების მიღწევას, რაც გამოიხატება ჩვენი თანამოქალაქეების ზრუნვასა და უკეთესი მომავლის შექმნაში. დეტალურ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, როცა კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება, საზოგადოება შესაბამის ინფორმაციას მიიღებს. მიუხედავად იმის, რომ ადრეულ ასაკში ავიღე უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რასაც ბუნებრივია, შემდგომ რადიკალური ჯგუფებისგან მოყვა პიროვნულად ჩემზე და ჩემ ძვირფას ადამიანებს თავდასხმები და მათი დისკრედიტაციის მცდელობები, ჩემი შეხედულებები და პოზიცია არცერთ მხრივ არ შეცვლილა ვრჩები როგორც ჩემი გუნდის, ასევე სამშობლოს ერთგული და მაქსიმალურად, ჩემი პირადი რესურსით ვეცდები, რომ ამ ღირებულებების დაცვის და მათი კეთილდღეობისთვის, ყველა საჭირო ღონისძება განვახორციელო". - უთხრა TV ძაძამიამ. პრესსამსახურის ცნობით, მედიის კითხვას, ძაძამიას წასვლა ხომ არ უკავშირდება წარსულში აქციებში მის მონაწილეობას, კალაძემ თქვა, რომ "შეუცდომელი არავინაა" და მის მიმართ ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან პრეტენზიები არ ყოფილა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების გამო, პუტინმა რუსეთში საზოგადოებრივი გადაადგილება სრულად შეაჩერა
რუსეთში ვარდები და მიხაკები გაძვირდება სომხეთიდან ყვავილების იმპორტის აკრძალვის გამო
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)