|
2016-03-25 14:53:23, 723 ნახვა
ეკონომიკა
ოთარ დანელია: აგროდაზღვევის პროექტისთვის 9 მილიონი ლარია გამოყოფილი
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ინფორმაციით, აგროდაზღვევის სახელმწიფო პროექტისთვის 9 მილიონი ლარია გამოყოფილი. ამის შესახებ დანელიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. თუმცა, მინისტრი ვარაუდობს, რომ აღნიშნული თანხის სრულად ათვისება საჭირო არ იქნება და თანხები სხვა აგრარული მიმართულებით გადანაწილდება. „2014 წლის სექტემებრს აგროდაზღვევის საპილოტე პროექტი დავიწყეთ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად 1 წლიანი საპილოტე ვადა იყო დადგენილი, სამ თვეში შევაჩერეთ პილოტირება და დავიწყეთ სახელმწიფო პროექტი, ვინაიდან მან მიიღო სრულფასოვანი ფორმა. პროცესში ჩართულები იყვნენ ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან, გასული პერიოდის ანალიზი გაკეთდა, ასევე შესაბამისი კორექტირებები. მიმდინარე წელს უბრალოდ განახლებული და გაუმჯობესებული ვარიანტია. მე განსაკუთრებით გამოვყოფ ერთ პარამეტრს, ეს გახლავთ დამატებით წახალისება რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე, პირობითად, თუ სახელმწიფოს მხრიდან არის თანადაფინანსების 60%-იანი განაკვეთი, იმ შემთხვევაში თუ მიწა დარეგისტრირებულია, 10 % -ზე მეტს დაუფინანსებს სახელმწიფო“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)