|
2016-03-25 14:19:59, 495 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი: ჯარისკაცის მოღვაწეობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ომის გარეშე, მშვიდობით გადაარჩინოს თავისი ქვეყანა
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჯარისკაცის მთელი მოღვაწეობა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ომის გარეშე, მშვიდობით შეინარჩუნოს და გადაარჩინოს თავისი ქვეყანა. "გილოცავთ დღევანდელ დღეს. ჩვენ ვართ სერჟანტთა სკოლაში - სკოლაში იმ ადამიანებისა, რომლებზეც გადადის მთავარი ტვირთი ბრძოლისა, იმ სირთულეებისა, რომლებიც ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე შეეხება. თქვენ გამგრძელებელი ხართ იმ ტრადიციებისა, რომლითაც მრავალსაუკუნოვანი ისტორიით მოვიდა ჩვენი ქვეყანა. ძალიან მცირე ერმა სწორედ თქვენი წინაპრებით და თქვენნაირი ადამიანებით შევძელით შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, თავისუფლება და სახელმწიფოებრიობა. დღეს ეს ტვირთი - იყო ურთულეს ვითარებაში და ურთულეს გარემოებებში, მაგრამ მაინც შეუნარჩუნო შენს სამშობლოს მომავალი და გააძლიერო ის, გადმოსულია თქვენზე, თქვენი ძალისხმევით ჩვენ ვახერხებთ, რომ ურთულეს ვითარებაში დავრჩეთ თავისუფალ, დამოუკიდებელ ქვეყნად. ნიშანდობლივია, რომ თქვენი სასწავლებლის სახელი უკავშირდება გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელს, იმ ადამიანისა, რომელმაც დაამარცხა სიკვდილი თავისი სიმამაცით. ის მუდმივად იცოცხლებს ჩვენს გულებში", - აღნიშნა პრეზიდენტმა. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიას დაესწრო. სერჟანტთა მომზადების სკოლაში გამართულ ღონისძიებაზე ცენტრის ახალი ხელმძღვანელის წარდგენაც მოხდა. საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს დაარსებიდან 13 წელი შეუსრულდა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. მან იმედი გამოთქვა, რომ ჯარისკაცების დაუღალავი შრომის შედეგად საქართველო კიდევ უფრო გაძლიერდება, გამთლიანდება და ეს ყველაფერი მშვიდობიანი გზით მოხდება. გიორგი მარგველაშვილმა ჯარისკაცებს მათ მიერ გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და დღევანდელი დღე მიულოცა. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და სკოლის კურსანტები დაესწრნენ. სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წელს შეიქმნა, 2009 წელს მომზადდა და დამტკიცდა უფროსი სერჟანტის კურსის სასწავლო პროგრამა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
კიევში დაჭრილთა რიცხვი 44 მდე გაიზარდა, დაღუპული წინასწარი ცნობით სამია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)