|
2025-11-14 17:20:52, 1310 ნახვა
ეკონომიკა
"მოემზადე ზამთრისთვის" - შეცვალე აკუმულატორი "თეგეტა მოტორსში"
როცა ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ავტომობილზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ცივ ამინდში აკუმულატორის დატვირთვა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ზამთრის დადგომამდე მისი შემოწმება მნიშვნელოვანია. უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელია, ზამთარს სრულად გამართული ავტომობილით შეხვდეთ. „თეგეტა მოტორსი“ მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და მათ ავტომობილის ფლობის გამარტივების მიზნით, 22 ნოემბრის ჩათვლით აკუმულატორებზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებელია თანხის განაწილებით სარგებლობა.
ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსის“ მიზანია, მომხმარებლის უსაფრთხოებასა და კომფორტზე იზრუნოს. პრევენცია ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე გადაუდებელი შეკეთება. აკუმულატორი ავტომობილის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ელექტრონული სისტემების მუშაობაში. ის ავტომობილში ენერგიის პირველი წყაროა და აწვდის ყველა მოწყობილობას, რომელიც ელექტროენერგიას მოითხოვს. როდესაც ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, ძალიან ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები. დაბალი ტემპერატურის გამო, შესაძლოა, აკუმულატორი მწყობრიდან გამოვიდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე დაბალია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება, რათა ზამთრის ცივ ამინდში ავტომობილს პრობლემა არ შეექმნას“. ყველა აკუმულატორს ექსპლუატაციის განსხვავებული ვადა აქვს, თუმცა მათი მუშაობის დიაპაზონი, ხარისხის მიხედვით, 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის უბრალოდ წყვეტს მუშაობას. პრობლემების შემთხვევაში აკუმულატორი ნიშნების სახით აუცილებლად მოგვცემს გაფრთხილებებს. აკუმულატორი პასუხისმგებელია ძრავის გაშვების სისტემაზე. აკუმულატორის რესურსის ამოწურვაზე რამდენიმე დეტალი მიგვანიშნებს:
აკუმულატორის სასურველი მოდელის შერჩევაში ავტომფლობელებს „თეგეტა მოტორსის“ მაღალკვალიფიციური პერსონალი ეხმარება. სერვისცენტრებში მოქმედებს „უსასრულო გარანტია“. „თეგეტა მოტორსში“ პრემიუმ და ეკონომკლასის აკუმულატორების ფართო არჩევანია წარმოდგენილი, რომლებიც გამძლეობითა და გარანტიით გამოირჩევა. მათ შორის: Varta - გერმანული ბრენდი, რომელიც ცნობილია თავისი მაღალი ხარისხით, თანამედროვე სტანდარტებითა და საიმედოობით. ევროპაში წარმოებულ ყოველ მეხუთე ახალ ავტომობილზე სწორედ Varta-ს აკუმულატორია დამონტაჟებული. „თეგეტა მოტორსში“ ამ ბრენდის პროდუქციის დიდი არჩევანია როგორც ელექტრული, ისე ჰიბრიდული და სტარტ-სტოპ სისტემის ავტომობილებისთვის. Energizer - ამერიკული ბრენდი, რომელიც უახლესი ტექნოლოგიური ინოვაციების გათვალისწინებით იწარმოება და გახანგრძლივებული საექსპლუატაციო პერიოდით გამოირჩევა. Exide - ამერიკული ბრენდი, გლობალური ლიდერი აკუმულატორების წარმოებაში, რომელიც ცნობილია თავისი ეკომეგობრული პროდუქციით. გარდა აკუმულატორებზე მიმდინარე ფასდაკლებისა, „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში საბურავების შეძენისას მომხმარებელი გაორმაგებულ ქეშბექს მიიღებს. -- „თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
თიბისი The Banker’s Technology Awards 2026-ის გამარჯვებულია
უკრაინულმა დრონებმა სამარის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, ორი ადამიანი დაიღუპა
კობახიძემ აღიარა რომ მისი გუნდის წარმომადგენლები სიძულვილის ენას იყენებენ
კობახიძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებზე - სადაც შემოდის ჭარბად პოლიტიკური ელემენტი, რთულდება რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)