|
2025-11-13 12:39:25, 908 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი: ანადგურებენ საქართველოს დამოუკიდებლობას, თავისუფლებას და მანადგურებენ მეც
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გუშინ კლინიკა ვივა მედიდან საპატიმროში გადაიყვანეს, მისმა ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა მოინახულა. საპატიმროს დატოვების შემდეგ მან ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის წერილი წაიკითხა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მისი ციხეში გადაყვანის მიზანზე წერს და საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილის წერილი: "ივანიშვილი ყოველ დილას იწყებს აკვიატებული ფიქრით: აბა დღეს ვის რა ვავნო, ხოდა ამჯერად მე დამაბრუნა დილეგში გუშინ. რა თქმა უნდა, გაფრთხილების გარეშე გადამიყვანეს რუსთავის ციხეში, სადაც ზუსტად ის ხალხი დამხვდა, რომლებმაც მომწამლეს 2022 წლის მარტში. მაშინ სასწაულად გადავურჩი სიკვდილს და ამ მოწამვლის სიმპტომები დღემდე მაქვს დარჩენილი. მადლობა ვივამედის იმ ექიმებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩემი სიცოცხლისთვის. ამდენი პატიმრის და უბედურების ფონზე მე არ ვითხოვ ჩემთვის რაიმე განსაკუთრებულ სიმპატიებს. რატომ დამაბრუნეს სწორედ ახლა ჯალათებთან? ჯერ ერთი, იმიტომ რომ უნდათ ჩემი მრავალრიცხოვანი მომხრეების დაშინება, მეორეც - ეს უგზავნის კონკრეტულ გზავნილს დასავლეთს და უკრაინას, სადაც დღემდე ვირიცხები ზელენსკის რეფორმათა საბჭოს თავმჯდომარედ. საქმე იმაშია, რომ ივაშვილმა თავის დროზე აიღო ვალდებულება ჩემი სიცოცხლის შენარჩუნებაზე და ახლა, ამ ნაბიჯით ეუბნება ევროპელებს და ამერიკელებს, რომ ეს დაპაირება, როგორც ყველა სხვა, ძალაში აღარაა. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შეთანხმებულია მოსკოვთან. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოსთვის მე ვარ პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე წარმატებული რეფორმების და ასევე საქართველოს თავისუფლების და სახელმწიფოებრიობის სიმბოლო. ანადგურებენ საქართველოს თავისუფლებას და დამოუკიდებლობას და მანადგურებენ მეც. დღეს მინდა ვუთხრა ადამიანებს ის, რასაც მთელი ეს დრო ვეუბნებოდი: არავითან შემთხვევაში არ დანებდეთ და იბრძოლეთ, ვინაიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალია. დიდება თავისუფლებას!", - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის წერილში.
CNN-ის ცნობით, ტრამპი და ნეთანიაჰუ ირანთან მომავალ ომზე ვერ თანხმდებიან
პენტაგონმა განაცხადა, რომ უკრაინამ რუსეთისთვის Starlink-ის დაბლოკვის შემდეგ თავისი ტერიტორიები დაუბრუნა
აშშ-მ უკრაინისთვის Hawk-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის აღჭურვილობისა და მომსახურების მიყიდვა დაამტკიცა
ტრამპი რუსეთის საზღვარზე დამატებით 5000 ამერიკელ ჯარისკაცს გაგზავნის
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)