|
2016-03-25 10:05:19, 508 ნახვა
საზოგადოება
ნარმანია: თუ ბაღების ყოფილ დირექტორებს პრეტენზია აქვთ ამისთვის სასამართლო არსებობს
„თუ ვინმეს აქვს პრეტერნზია, რომ ისინი უკანონოდ არიან გათავისუფლებული, ამისთვის სასამართლო არსებობს“,-ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია და რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი პროტესტთან დაკავშირებით არ არსებობს. "ყველაფერი არის ნორმის ფარგლებში და რაიმე სახის სამართლებრივი საფუძველი პროტესტთან დაკავშირებით არ არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ ბაღებში გავაგრძელოთ სასწავლო პროცესი, რათა არაფერი მოაკლდეთ ჩვენს პატარებს. ჩვენი უმთავრესი საზრუნავი არის ჩვენი პატარები და იმისთვის რომ მათ ჰქონდეთ უკეთესი პირობები და უფრო მოწესრიგებული გარემო, ვაკეთებთ ყველაფერს და მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არიან უკანონოდ გათავისუფლებულები, ამისთვის არსებობს სამართლებრივი ბერკეტები, მექანიზმები და სასამართლო", - აღნიშნა დავით ნარმანიამ. ცნობისთვის, თბილისის ბაგა-გაღების მართვის სააგენტომ რამდენიმე დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)