12:30 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-28 15:31:47, 829 ნახვა

პოლიტიკა
ოცნებამ დაასახელა პარტიები, რომელთა აკრძალვითაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

ქართულ ოცნებას პარტიების აკრძალვაზე საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. 

ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩამოთვალა პარტიები, რომლებსაც აკრძალვას უპირებენ.

ეს პარტიებია:

ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა

კოალიცია ცვლილებისთვის - შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ საუბარია კონკრეტულად პარტია ახალზე

ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის

"გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორიცაა ელენე ხოშტარია (დროა) და გირჩი - მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში, კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია-მელია-გირჩი-დროას შემადგენლობაში არიან, თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებან არიან რეგისტრირებული. 

აგრეთვე - კი ევროპას, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის, ფედერალისტური პარტია, საქართველოს რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური ერთკაციანი და მცირე პარტიები, თუმცა, ვინაიდან მათ ამჟამად, მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გავლენა, მათ შორის საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ - ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება".

კოალიცია ცვლილებებთან დაკავშირებით, შალვა პაპუაშვილმა დააზუსტა, რომ აკრძალვა შეეხება კონკრეტულად პარტია - ახალს და არა მასში შემავალ დროასა და გირჩი - მეტი თავისუფლებას".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics