|
2016-03-24 17:55:18, 599 ნახვა
საზოგადოება
არჩილ ხაბაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია. როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მთავრობის თავმჯდომარემ რექტორის მოვალეობის შემსრულებელ მერაბ ხალვაშთან ერთად, 2015-2016 წლებში უნივერსიტეტში მიმდინარე სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა. მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ახალი კორპუსის განახლებული მე-4 და მე-5 სართული დაათვალიერს. ასევე მოინახულეს პროფესიული პროგრამის ფარგლებში აღჭურვილი საინფორმაციო ტექნოლოგიების კაბინეტი, განახლებული ბიოლოგიისა და მინეროლოგიის კაბინეტები , იურიდიული კლინიკა, განახლებული სასამართლო საიმიტაციო დარბაზი, კრიმინალისტიკური ლაბორატორიისა და სტუდენტებისათვის მოწყობილი თავისუფალი სამუშაო სივრცეები. სარემონტო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულებისათვის აჭარის ბიუჯეტიდან 800 ათასი ლარი გამოიყო. ტენდერის გამოცხადების შემდეგ კი კეთილმოეწყობა ახალი კორპუსის 5-ვე სართული, სასწავლო და სამეცნიერო ფართები და ფასადი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
გავრცელებული ცნობით, რუსეთმა კიევის რეგიონზე „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთმა კიევზე ერთ-ერთი ყველაზე მასიური იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)