|
2025-10-22 17:48:18, 903 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით აპექს დეველოპმენტი „აპექს ნუცუბიძის” III ბლოკს აშენებს
ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობას. ამჯერად, ბაზისბანკის ფინანსური პარტნიორობით დეველოპერული კომპანია აპექს დეველოპმენტი „აპექს ნუცუბიძის“ III ბლოკს აშენებს. აპექს დეველოპმენტი მზარდი დეველოპერული კომპანიაა, რომლის პროექტებიც მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პირობებით გამოირჩევა. „აპექს ნუცუბიძე“ თანამედროვე, მრავალფუნქციური, დახურული კომპლექსია, რომელიც ლისის მიმდებარედ, ნუცუბიძის პლატოზე, პაატა დათუაშვილის 22-ში მდებარეობს. პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა, როგორებიცაა: მიმზიდველი ადგილმდებარეობა, ქალაქზე იშლება ულამაზესი პანორამული ხედები, კომფორტული გარემო, გამწვანება და რეკრეაციული ზონები. „აპექს ნუცუბიძე“ როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ და საოფისე ფართებს მოიცავს. ბინების მინიმალური ფართი 49 კვ.მ.-დან იწყება. ობიექტს აქვს ოთხ-დონიანი დახურული საპარკინგე ზონა, უზრუნველყოფს გამწვანებულ გარემოს და ბავშვებისთვის მოპირკეთებულ გასართობ ზონებს, რაც იდეალურ საცხოვრებელ პირობებს ქმნის. პროექტი 2027 წლის სექტემბერში დასრულდება და მომავალ მობინადრეებს თეთრი კარკასის კონდიციაში ჩაბარდება. აპექს ნუცუბიძის III ბლოკში ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.
GCCA საოჯახო კალათის პროგრამაში შემავალი საბაზისო პროდუქტების საინფორმაციო პორტალს ქმნის
დიდი შვიდეულიდან ბრიტანეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც სპარსეთის ქვეყნებთან გრძელვადიანი სავაჭრო შეთანხმებას მიაღწია
WSJ: ისრაელი საიდუმლო ჯგუფს ქმნის 7 ოქტომბრის თავდამსხმელების დასაჭერად
მერცმა უკრაინას ევროკავშირში „ასოცირებული“ წევრობის სტატუსი შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)