13:05 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-20 20:55:06, 997 ნახვა

პოლიტიკა
პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი: მკაცრად ვგმობთ ვახო სანაიას და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი ფორმულას ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას ეხმაურება.

განცხადებაში აღიშნულია, რომ ეს ნაბიჯი საქართველოში კრიტიკულ ხმაზე თავდასხმის აშკარა მაგალითია.

"პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი მკაცრად გმობს ფორმულას ჟურნალისტების, ვახო სანაიასა და ქეთა ციცქიშვილის დაკავებას. ეს აშკარა მიზანმიმართული თავდასხმაა საქართველოში დარჩენილ რამდენიმე კრიტიკულ ხმაზე. მოვუწოდებთ მათი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისაკენ", - წერია განცხადებაში.

"ოცნების" პოლიციამ ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი რუსთაველის გამზირის გადაკეტვის საბაბით დააკავა.

გუშინ მოსამართლემ სანაიას 6-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო ციცქიშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დრონებმა რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს
პაპუაშვილი ფიშერზე: მისთვის დამახასიათებელი იქედნური ტონით ისაუბრა დიფ სთეითზე, დაგვცინის
EU-ის წერილი ოპოზიციას: საქართველოს კარი ევროკავშირში კვლავ ღიაა, თუ ოცნება კურსს შეცვლის
POG: მძღოლს, რომელიც საპატრიარქოს ეზოში შევარდა, ბრალდება წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics