|
2016-03-24 15:44:34, 480 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ ხადური დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმს დაესწრო
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში" ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმს დაესწრო, რომელიც პრემიერმინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა. როგორც „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, ფინანსთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ფისკალური პოლიტიკისა და საგარეო დაფინანსების საკითხებზე ისაუბრა. მან დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა იმ პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ საქართველოს. „ჩვენი თანამშრომლობა ყოველთვის წარმატებული და ნაყოფიერი იყო, ჩვენ ვაფასებთ ამ პარტნიორობას. თანამშრომლობას, რომლის შედეგადაც, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი 40-ზე მეტი, დაახლოებით, 6,63 მილიარდი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტი," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. ხადურმა ფორუმზე ა ფინანსთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, რომელიც მიმართული იყო ბიზნესის ხელშეწყობის ღონისძიებებზ ისაუბრა. . მისი თქმით, წელსაც ფისკალური პოლიტიკის ამოცანა იქნება შენარჩუნდეს გონივრული დეფიციტი და ბიუჯეტის ჯანსაღი სტრუქტურა, მათ შორის, საგადასახადო რეფორმების ეფექტის გათვალისწინებით, რისთვისაც აუცილებელია ადმინისტრაციული და სხვა მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაცია, ასევე სოციალური ხარჯების მდგრადობის მიღწევა ადეკვატური სოციალური გარანტიების შეთავაზების პირობებში. როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, იგეგმება პროექტების განხორციელების დაჩქარება, ასევე გაგრძელდება პარტნიორული ურთიერთობები დონორებთან შეღავათიანი ფინანსური რესურსის მოსაზიდად. მისი თქმით, გრძელდება ასოცირების დღის წესრიგის განხორციელება, რომელიც ქვეყნისა და საზოგადოების მაღალ ინტერესებს ემსახურება. „ასოცირების შეთანხმების ამოქმედება მნიშვნელოვნად წაახალისებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, ხოლო ქართულ ბიზნესს ახალ პერსპექტივებსა და შესაძლებლობებს მისცემს," - აღნიშნა ნოდარ ხადურმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ერთობლივი თანამშრომლობა, რათა ევროპულ ბაზარზე გაიზარდოს ქართული პროდუქციის ცნობადობა. „გთავაზობთ ერთობლივად ვითანამშრომლოთ აღნიშნული მიმართულებით, რათა მეტი უცხოური ბიზნესი დაინტერესდეს საქართველოში საქმიანობით და ასევე, ერთად ვიზრუნოთ იმ პოტენციალის გამოსაყენებლად, რასაც DჩFთA აძლევს საქართველოს," - განაცხადა ნოდარ ხადურმა. ნოდარ ხადურმა იმედი გამოვთქვა, რომ დონორებთან მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნის განვითარებასა და წინსვლას, ასევე რეგიონში ეკონომიკურ სტაბილურობას.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)