|
2025-10-17 17:02:55, 840 ნახვა
საზოგადოება
თიბისი x ილია თოფურია - თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
შეუძლებლის შეძლება მარტივი არ არის. მაგრამ როდესაც შენი თავის გჯერა, ეს რწმენა სხვებსაც აერთიანებს შენს გარშემო და ერთი შეხედვით მიუღწეველი მიზანიც უფრო ადვილად მიღწევადი ხდება. წარმატების გზაზე პირველი ნაბიჯი ყოველთვის საკუთარი თავის, იდეის, მიზნის ან შესაძლებლობის დაჯერებით იწყება. თვითრწმენა ქმნის იმ ენერგიას, რომელიც ფიქრს რეალობად, ხოლო რეალობას - ერთ ან მრავალ გამარჯვებად აქცევს. ბევრმა ადამიანმა ეს გზა უკვე გაიარა, ბევრი კი, ამ გზას ახლა გადის. თიბისი, თავისი გზავნილით „მთავარია გჯეროდეს“, სწორედ, ასეთი ადამიანების გარშემო ერთიანდება. დღეს, ილია თოფურია თიბისის ბრენდის ამბასადორი გახდა. თიბისისთან ერთად, ის ეცდება, შთაგონება და მოტივაცია მისცეს ყველას, ვინც წარმატების და გამარჯვების გზას ახლა ადგას. თიბისის და ილიას ერთად სჯერათ, რომ რწმენა და გამბედაობა, სიჯიუტესთან ერთად, ყოველთვის წარმატებამდე მიიყვანს ადამიანს. ილია თოფურიამ შეუძლებელი ერთხელ კი არა, ბევრჯერ შეძლო - თვითრწმენით, სიჯიუტით და გამბედაობით. მისი განვლილი გზა გვახსენებს, რომ გამარჯვება ყოველთვის იწყება იქ, სადაც ჯერ შენი მიზნის მიღწევას იჯერებ და შემდეგ აღწევ მას. ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი: ილია თოფურია:
კომუნიკაციების კომისიამ ტერმინების გამო ფორმულა 2 500 ლარით დააჯარიმა
საგამოძიებოს ცნობით, კორუფციულ და საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სამი დანაშაულებრივი ფაქტი გამოავლინეს
სასამართლოს გადაწყვეტილებით, EU-ს ტრასტებში შენახული რუსული აქტივების გაყინვაც შეუძლია
ყაზახეთმა ქვეყანაში „გაზპრომის“ აქტივების ჩამორთმევის ნებართვა გასცა უკრაინის მიერ შეტანილი 1.4 მილიარდი დოლარის ოდენობის სარჩელის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)