|
2025-10-10 23:00:07, 1572 ნახვა
სამართალი
ჩახუნაშვილს 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 4 ოქტომბრის აქციის საქმის ფარგლებში დაკავენულ პედიატრ გიორგი ჩახუნაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით, 20 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. გირაოს შეტანის ვადად 30 დღე განისაზღვრა, ჩახუნაშვილი საპატიმროს გირაოს შეტანის შემდეგ დატოვებს. ჩახუნაშვილთან ერთად ვალერიან ბუგიანიშვილმა საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის გიორგი მულაძის აღკვეთზეც იმსჯელა. მას სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გიორგი ჩახუნაშვილი 4 ოქტომბრის აქციის საქმის ფარგლებში 9 ოქტომბერს დააკავეს, პროკურატურამ მას ბრალდება 10 ოქტომბერს წარუდგინა, უწყების განაცხადა, რომ სასამართლოსთან ჩახუნაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს შეფარდებას იშუამდგომლებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)