|
2025-10-10 20:09:52, 3031 ნახვა
სამართალი
ღობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
4 ოქტომბრის ღობის საქმეზე დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა გამოაცხადა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გენადი კუპრეიშვილის, ალექსანდრე ჩილაჩავას, ლევან ჯიქიას, სულხან ტუღუშის და ლაშა ივანაძის პროცესი მიმდინარეობსა. ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. მათი თქმით, დაკავებულების მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებათა მოპოვებაში ხელშეშლისა და მიმალვის საფრთხე არსებობდა. დაცვის მხარე პროკურატურას არ დაეთახმა. უფლებადამცველებმა განაცხადეს, რომ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი სახის - პატიმრობის გამოყენების საფუძველი არ არსებობს და მოსამართლეს გირაოს გამოყენება შესთავაზეს. ექვსივე დაკავებულს ბრალი სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობის და ძალადობაში მონაწილეობის მუხლით ედებათ. წინასასამართლო სხდომა 1 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)