|
2025-10-10 20:08:24, 1366 ნახვა
სამართალი
ათონელის სასახლესთან იყო მხოლოდ იმ მიზნით, რომ თუ ვინმეს დასჭირდებოდა, პირველადი დახმარება გაეწია, რაც გააკეთა" - ჩახუნაშვილის ადვოკატი
გიორგი ჩახუნაშვილის ადვოკატის, გიორგი გელხაურის ცნობით, დაკავებული ექიმი ათონელის სასახლესთან იმ მიზნოთ იმყოფებოდა, რომ თუ ვინმეს დასჭირდებოდა, მათთვის პირველადი დახმარება გაეწია, რაც გააკეთა. ადვოკატის განცხადებით, გიორგი ჩახუნაშვილი ამბობს, რომ ის საქართველოს ევროკავშირში ხედავს და "იდგება იმ აქციაზე, რომელიც იქნება პროევროპული". ამასთან უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ ვერ ხედავენ ვერანაირ საფუძველს, რომ დაკავებული ექიმის წინააღმდეგ აღკვეთის ღონისძიება გამოიყენონ, ამიტომ "აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას" მოითხოვენ.
აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ. დღეს, პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ პროკურატურამ სასამართლოს საპატიმრო გირაოს გამოყენებით მიმართა. ასევე, დღეს, 20:00 საათზე რუსთაველის გამზირზე თეთრხალათიანების აქცია დაანონსდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)