22:36 - 21 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-10 10:05:28, 1435 ნახვა

მსოფლიო
ისრაელის ხელისუფლებამ დაამტკიცა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება

The Times of Israel-ის ცნობით მას შემდეგ, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს კაბინეტმა შეთანხმებას მხარი დაუჭირა, ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

გაზეთი წერს, რომ ისრაელის არმია ახლა ღაზას სექტორში ახალ ხაზებზე უნდა დაბრუნდეს, რის შემდეგაც 72-საათიანი ფანჯარა დაიწყება, რომლის განმავლობაშიც ჰამასმა ყველა მძევალი უნდა გაათავისუფლოს.

„ჩვენ ვაცხადებთ ომის დასასრულს“: ჰამასის ღაზას საკითხზე მოლაპარაკებათა ჯგუფის ხელმძღვანელი

„როიტერსი“ ხალილ ალ-ჰაიეს სიტყვებს ციტირებს, სადაც ნათქვამია, რომ ისრაელსა და მოძრაობას შორის შეთანხმება რაფას სასაზღვრო გამშვები პუნქტის ორივე მიმართულებით გახსნას ითვალისწინებს.

შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, რომ ისრაელი გაათავისუფლებს ყველა დაკავებულ პალესტინელ ქალსა და ბავშვს. ალ-ჰაიემ აღნიშნა, რომ ჰამასმა შუამავლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციისგან გარანტიები მიიღო, რომლებიც ადასტურებს, რომ ომი სრულად დასრულდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი - ქოცების ხელში დავრჩებით მანამ, სანამ არ მოვიკრებთ გამბედაობას და არ გადავალთ შეტევაზე
ქართველ მწერალთა სახლს შეუერთდებიან ჭავჭავაძის, წერეთლის, ტაბიძის და სხვათა მუზეუმები
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics