13:28 - 21 May, 2026
|
2025-10-09 18:58:06, 958 ნახვა
სამართალი
ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე შინჯიკაშვილის მამას 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს
ქვემო ქართლის ყოფილი სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის, გიორგი შინჯიკაშვილის მამას TV პირველის ჟურნალისტზე თავდასხმის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით, 3 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლოზე გირაოს შეფარდება ბრალდების მხარემ მოითხოვა. შინჯიკაშვილის მამას პროკურატურამ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და მასზე ძალადობის ფაქტებზე ბრალდება 8 ოქტომბერს წარუდგინა. გამოძიების ცნობით, 2025 წლის 12 მაისს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ მარტყოფში, ბრალდებულმა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს და ოპერატორს მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კამერა და ტელეფონი წაართვა.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)