|
2025-10-07 19:41:25, 985 ნახვა
პოლიტიკა
ევროკავშირუს უვიზო მიმოსვლის მექანიზმები ავტორიტარული მთავრობების წინააღმდეგ ამოქმედდება
შეჩერების განახლებული მექანიზმი ევროკავშირს მეტ მოქნილობას აძლევს, უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელ მთავრობის მაღალჩინოსნებს. კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ მექანიზმი ამოქმედდება ფუნდამენტური უფლებების მოთხოვნებთან შეუსაბამობის ან ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების საფუძველზე, კომისიამ უპირატესობა უნდა მიანიჭოს მიზანმიმართულ მიდგომას — პირველ რიგში, უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს მესამე ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების წევრებს, ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული მთავრობების წარმომადგენლებს, დეპუტატებს ან მაღალი საჯარო თუ სამხედრო თანამდებობის პირებს და შეამციროს ზიანი მთელი მოსახლეობისთვის. ჰიბრიდული საფრთხეები (მაგალითად, სახელმწიფოს მიერ მიგრანტების ორგანიზებული ინსტრუმენტალიზაცია), საინვესტიციო მოქალაქეობის სქემები (ანუ „ოქროს პასპორტები“), რომლებიც უსაფრთხოების რისკებს წარმოშობენ, ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შეუსაბამობა; გაეროს წესდების, ადამიანის საერთაშორისო უფლებების ან ჰუმანიტარული სამართლის დარღვევები და საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებების შეუსრულებლობა. ევროპარლამენტის პრესრელიზში ხაზგასმულია, რომ მესამე ქვეყნების მთავრობების მხრიდან მოკლევადიანი უვიზო მიმოსვლის შეთანხმების პირობების დარღვევის შესაკავებლად, ეს კანონი ევროკავშირს მეტ მოქნილობას მისცემს, შეუჩეროს უვიზო რეჟიმი იმ სამთავრობო პირებს, რომლებსაც შესაძლოა ეკისრებოდეთ პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების ან სხვა სახის დარღვევებზე. ევროპარლამენტმა დღეს მხარი დაუჭირა უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის რეფორმას. ახალი კანონმდებლობა, რომელიც 61 ქვეყნისთვის (მათ შორის საქართველოსთვის) უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ამარტივებს, დეკემბერში ამოქმედდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)