15:43 - 22 May, 2026
|
2025-10-06 18:53:04, 1079 ნახვა
პოლიტიკა
კარასინი ისევ აქებს ოცნებას, ამბობს, რომ "საქართველო გაიზარდა, წყნარად რეაგირებს ინტრიგებზე"
რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი ქართული ოცნების ხელისუფლების ნაბიჯებს კვლავ აქებს. ის ამტკიცებს, რომ საქართველოში "მაიდნის გამეორების მცდელობები - სრულად ჩავარდა" და ამბობს, რომ - "საქართველო გაიზარდა, ფეხზე წამოდგა და წყნარად რეაგირებს ყველა ამ ჩანაფიქრებსა და ინტრიგებზე". "საქართველოში მაიდნის გამეორების მცდელობები ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის წინააღმდეგ, რომელმაც აირჩია ის, ვისი არჩევაც სურდა - სრულად ჩავარდა. მაიდნის პოლიტიკური ტექნოლოგიები წარსულს ჩაბარდა და ძალიან მალე უნდა გაიგონ მათაც, ვინც მათ აორგანიზებს. საქართველო გაიზარდა, ფეხზე წამოდგა და წყნარად რეაგირებს ყველა ამ ჩანაფიქრებსა და ინტრიგებზე. ეს უნდა აღვნიშნოთ", - ამბობს ის.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)