|
2025-10-05 19:33:22, 1480 ნახვა
პოლიტიკა
პუტინის წარმომადგენელი დმიტრიევი - საქართველოში აქციები გლობალისტების ორგანიზებულია
რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი და ვლადიმირ პუტინის სპეციალური წარმომადგენელი უცხო ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკურ თანამშრომლობაში, კირილ დმიტრიევი საქართველოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს "მემარცხენეებსა და გლობალისტებს" აბრალებს. ამის შესახებ მან X-ზე დაწერა. დმიტრიევი ირწმუნება, რომ 4 ოქტომბრის აქცია და აშშ-ში, ორეგონში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამართული აქცია ერთი "სახელმძღვანელოთია" დაგეგმილი. "ერთი და იგივე სახელმძღვანელო, რომელსაც მემარცხენეები და გლობალისტები განმეორებითად იყენებენ ძალადობრივი პროტესტების წასახალისებლად, ხელისუფლებებისთვისა და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოსათხრელად. ამჟამად ანხორციელებენ თბილისში, საქართველოში და პორტლენდში, ორეგონში." - დაწერა დმიტრიევმა. პორტლენდში დემონსტრანტები ემიგრაციისა და საბაჟო აღსრულების (ICE) სამსახურის მოქმედებებს აპროტესტებენ. დონალდ ტრამპმა ქალაქში ეროვნული გვარდიის ნაწილების განლაგების ბრძანება გასცა, თუმცა შტატის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება დროებით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)