|
2025-10-04 21:47:56, 1098 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე 71,6%-ით იმარჯვებს - ცესკომ ხმების 93% დათვალა
საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დედაქალაქში უბნების 92,6% დათვალა. წინასწარი მონაცემებით, მესამე ვადით თბილისის მერი ხდება კახა კალაძე. დანარჩენ ოთხ თვითმმართველ ქალაქშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატები იმარჯვებენ - ცესკოს დათვლილი აქვს უბნების 90%-ზე მეტი. თბილისი:
ბათუმი
ქუთაისი
რუსთავი
ფოთიფოთში ერთადერთი კანდიდატი იყო - ბექა ვაჭარაძემ („ქართული ოცნება“) ხმების 100% მიიღო. თვითმმართველობის არჩევნები საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ტარდება. ამომრჩევლების უმრავლესობა ხმას ელექტრონულად აძლევდა - სწორედ ეს ამარტივებს ხმის დათვლას. დღეს, 4 ოქტომბერს, არჩევნების პარალელურად თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით, „ხელისუფლების მშვიდობიანად დასამხობად“ დემონსტრაცია იმართება. დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებს მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ წევრმა პაატა ბურჭულაძემ და მურთაზ ზოდელავამ მიმართეს, მოქალაქეები ათონელზე მდებარე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისკენ დაიძრნენ. ადმინისტრაციის შენობასთან მისულმა დემონსტრანტებმა რკინის ჯებირები გაარღვიეს. სწორედ ამ დროს გამოვიდნენ საპოლიციო ძალები ადმინისტრაციის შენობიდან. პირველად პოლიციამ მაშინ გამოიყენა წიწაკის სპრეი. „ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობის“ სურვილით აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ორგანიზებით დაიგეგმა 4 ოქტომბრისთვის, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება. არჩევნები 20:00 საათზე დასრულდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)