17:17 - 22 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-02 18:39:40, 869 ნახვა

პოლიტიკა
გორდულაძე - ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და მათ მიერ კონტროლირებული მედია 3-4 წლის წინანდელი „სკანდალებითა“ და უნიჭო ფეიკებით ცდილობენ ხალხის „გაბრაზებას

ივანიშვილის დეპუტატი , არჩილ გორდულაძის განცხადებით, ოპოზიცია იმდენად ხელმოცარულია, რომ 3-4 წლის წინანდელი „სკანდალებით“ და უნიჭო ფეიკებით ცდილობს ხალხის „გაბრაზებას“.

გორდულაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მოიყვანა რამდენიმე მაგალითი, „როგორ ცდილობენ ოპოზიცია, მდიდარი „ენჯეოები“ და მათ მიერ კონტროლირებული მედია არარსებული მუხტის აწევას“.

„პროპაგანდისტულმა ON.GE-მ გამოაქვეყნა წინა წლის განცხადება, რომელიც გაასაღა როგორც „ახალი“, სადაც ოპოზიციის კლანის რამდენიმე მოსამართლე გაურკვეველ მოცემულობებს აპროტესტებს.

პროპაგანდისტულმა „ტვ პირველმა“ გამოაქვეყნა აქამდე არაერთხელ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც 2022 წელს ბესო ალავიძე ზეწოლაზე საუბრობს, თუმცა საუბრის იქით არცერთი ფაქტი არ წარმოუდგენია.

რადიკალურმა ოპოზიციამ გაავრცელა „გდდ-ს გეგმა“, თუმცა გეგმაში ძველი ფოტო გაეპარათ, რომელზეც პარლამენტის კარის სამი წლის წინანდელი მდგომარეობაა ასახული.

მდიდარმა NGO-ებმა გაავრცელეს სპეცრაზმელების მონაცემები და ცდილობდნენ, მოეტყუებინათ საზოგადოება, რომ ეს იყო „დამრბევების სია“, თუმცა აქაც შეცდომა გაეპარათ და ცესკო-ს სპეციალური სიებიდან ოპოზიციის მიერ გატანილი მონაცემები გამოდგა…

იმდენად ხელმოცარულები არიან, იმდენად არაფერი აქვთ სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ძველი, 3-4 წლის წინანდელი „სკანდალებით“ და უნიჭო ფეიკებით ცდილობენ ხალხის „გაბრაზებას““, – წერს არჩილ გორდულაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
რაჟდენ კუპრაშვილი კორუფციაში ბრალდებული ყოფილი მაღალჩინოსანის ადვოკატი იქნება
ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა
სუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics