|
2025-10-02 18:36:17, 948 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე მომიტინგეებს - არ გაბედონ ძალადობა და კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ
არ გაბედონ ძალადობა და კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქართველ ჟურნალისტებს დანიაში განუცხადა. მისივე თქმით, ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, რაც უზრუნველყოფილი იქნება 4 ოქტომბერსაც, თუმცა თუ ვინმე დაარღვევს კანონს, მაშინვე მიიღებს მკაცრ პასუხს კანონის შესაბამისად. „ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება, ყველას შეუძლია, შეიკრიბოს მშვიდობიანად, გამოხატოს საკუთარი აზრი, ეს იქნება უზრუნველყოფილი 4 ოქტომბერსაც. ამავდროულად, მინდა, გავაფრთხილო ყველა, რომ არ დაარღვიონ კანონი. როგორც კი დაარღვევენ კანონს, მაშინვე მიიღებენ მკაცრ კანონისმიერ პასუხს. მე მინდა, შევახსენო ყველას - ვინც იყო ჩართული ძალადობაში, 30-ზე მეტი ადამიანი არის პასუხისგებაში მიცემული, სასჯელი არის საკმაოდ მკაცრი, 2 წლიდან იწყება, არის 4-4.5 წელიც. ამიტომ ყველას მინდა შევახსენო, რომ თუ ვინმეს წაუცდება ხელი კანონის დარღვევაზე, მიიღებენ ძალიან მკაცრ პასუხს კანონის მიხედვით. შესაბამისად, მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, რომ არ გაბედონ ძალადობა და კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ,"- განაცხადა ოცნების პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)