|
2025-10-02 15:00:33, 694 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის საგარეოში საქართველოს წარმომადგენელი დაიბარეს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. “ჩვენ მას გადავეცით მკაფიო გზავნილი: საქართველოს ხელისუფლების მიერ თბილისში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ მიმართული უსაფუძვლო ბრალდებები და აგრესიული რიტორიკა არის მიუღებელი და უნდა შეჩერდეს”, – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მანამდე თბილისში, საგარეო უწყებაში დაიბარეს პეტერ ფიშერი, გერმანიის ელჩი. “ქართული ოცნება” გერმანიის ელჩს და სხვა ევროპელ დიპლომატებს დიდი ხანია ვენის კონვენციის დარღვევაში, შიდა საქმეებში ჩარევასა და “რადიკალების მხარდაჭერაში” ადანაშაულებს. “რადიკალებს” ხელისუფლება უწოდებს ოპოზიციურ ჯგუფებს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ მიერ არაკონტროლირებად მედიას. ელჩის დაბარება დიპლომატიური ზომაა მისი ქვეყნის ნაბიჯების მიმართ პროტესტის დასაფიქსირებლად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)