|
2025-09-30 09:57:30, 1598 ნახვა
სამართალი
გელა ხასაიას დაკავებაზე უცნობია ბრალდება, თუმცა ადვოკატი ვარაუდს გამოთქვამს
გირჩი მეტი თავისუფლების წევრი, გელა ხასაია დააკავეს. მისი ადვოკატის, ომარ ფურცელიძის თქმით, ბრალის დადგენილება ჯერ არ მიუღიათ და მუხლს, თუ რას ედავებიან მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მას შემდეგ გაიგებენ, რაც გამოძიება დაცვის მხარეს საქმის მასალებს გადასცემს. ადვოკატის თქმით, "ფიზიკურ დაზიანებებთან დაკავშირებით გელას პრეტენზია ამ ეტაპზე არ ჰქონია. მაგრამ მისი საუბრიდან გამომდინარე, მთელი რიგი ფსიქოლოგიური ზეწოლა, მათ შორის, სიტყვიერი შეურაცხყოფა გრძელდებოდა იმ დროის განმავლობაში, რა დროის განმავლობაშიც ის იმყოფებდა პოლიციის განყოფილებაში". "მათ შორის, ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საგულისხმო ეპიზოდი გახლდათ, რომ ერთერთმა პოლიციელმა მიმართა - ხო დაპირდა, რომ დააკავებდა ასე, სსკ წესით" - ამბობს ფურცელაძე. ადვოკატი ამბობს, რომ სავარაუდოდ, საქმე ეხება 1 სექტემბერს, სადგურის მოედანზე მომხდარ კონფლიქტს, რომელსაც გელა ხასაია შეესწრო. ომარ ფურცელაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სიტყვიერი დაპირისპირება ხასაიასთვის უცნობ პირებს შორის მოხდა. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ შესაძლოა, მოსალოდნელი ბრალი იყოს, მათ შორის, გარკვეული ტიპის დანაშაულის შეუტყობინებლობა. "ამ ეტაპზე გამომძიებლის ზეპირსიტყვიერი შეტყობინებით და იმით, თუ რა უთხრეს გელას უშუალოდ საგამოძიებო უწყებაში, ვიცით, რომ სავარაუდოდ, გამოძიება უნდა მიმდინარეობდეს 120-ე მუხლის მეორე ნაწილით. თუმცა, მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, რაც ითვალისწინებს ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას იმ პირის მიერ, ვინც ნასამართლევია ჯანმრთელობის დაზიანებისთვის ან და სხვა მძიმე დანაშაულისთვის, ცხადი და ერთმნიშვნელოვანია, რომ გელა ხასაიასთან ეს მუხლი რელევანტური არ არის. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ზეპირად გაჟღერებული მონაცემები და ბრალის დადგენილებაში ფაქტობრივად ასახული ბრალდება ვერ დაემთხვევა, თუმცა, იქამდე, სანამ გადმოგვეცემა, ბუნებრივია, დაზუსტებით ვერ ვიძახით. შემთხვევა არის მინიმუმ 1 თვის ხანდაზმულობის, საუბარია გარკვეული ტიპის კონფლიქტზე, რომლის მონაწილეც გელა ხასაია არ ყოფილა არავითარ შემთხვევაში, თეორიულად იგი შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც შესაძლოა, რაიმე ინფორმაციას ფლობდა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გელასთან კომუნიკაციით, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც გელამ მოისმინა პოლიციაში თანამშრომლებისგან, ვვარაუდობთ, რომ მოსალოდნელი ბრალი შეიძლება იყოს მათ შორის გარკვეული ტიპის დანაშაულის შეუტყობინებლობა. ის, რომ თვითონ არ ყოფილა არავითარი კონფლიქტის მონაწილე, ეს ცხადი და ერთნიშვნელოვანია, ამის დადასტურება იქნება შეუძლებელი. სავარაუდოდ, საუბარი უნდა იყოს, ზეპირსიტყვიერი განმარტებიდან გამოვდივართ ისევ, პირველ სექტემბერს სადგურის მოედნის მიმდებარედ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სადაც გელასთვის უცნობი პირები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ამ ფაქტის მონაწილე, ერთერთი შემსწრე იყო გელა ხასაია" - ამბობს ფურცელაძე.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)