|
2025-09-23 15:03:20, 556 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ამაზე დიდი აბსურდი არ მომისმენია, ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ შეაჩერო და გააფუჭო გაკეთებული
არმოუდგენელია, ადამიანები იბრძოდნენ მერობისთვის და იდეა ჰქონდეთ, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა შეაჩერონ. ამაზე დიდი აბსურდი არ მომისმენია, ამდენი წელია, პოლიტიკაში ვარ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ვიცე-მერობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის გეგმასთან დაკავშირებით. კახა კალაძის თქმით, ამომრჩეველს დასკვნები გამოაქვს პოლიტიკოსის საუბრიდან და ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ მათ მოსახლეობის მხარდაჭერა და რეიტინგი არ აქვთ. „წარმოუდგენელია, ადამიანს მერობა უნდა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის მუშაობა გააჩეროს. უნდა გააჩეროს ქუჩების, გამზირების რეაბილიტაცია, შეაჩეროს იმ გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახებისა და ადამიანების მხარდაჭერა, რასაც მუნიციპალიტეტი სხვადასხვა პროგრამით ახორციელებს, უნდათ, შეაჩერონ ბაღების მშენებლობა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა და მართლაც სასიხარულოა, რომ ბოლო რვა წლის განმავლობაში ჩვენ მთლიანად განვაახლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან ის ძირგამომპალი ყვითელი ავტობუსები, რომლებიც ემსახურებოდა თბილისის მოსახლეობას, იყო ძალიან დიდი შეურაცხყოფა. წარმოუდგენელია ამ ტიპის განცხადებები, იმდენად აბსურდულია, ადამიანს მერობა უნდოდეს იმისთვის, რომ შეაჩერო და გააფუჭო ყველაფერი – გაკეთებულიც და მომავალშიც არაფერი გააკეთო. საზოგადოებას ხომ გამოაქვს დასკვნა პოლიტიკოსის საუბრიდან. ამიტომ შემთხვევითი არ არის ის, რომ ამ ადამიანებს არანაირი რეიტინგი და მხარდაჭერა არ აქვთ საზოგადოებაში. ჩვეულებრივი მოძალადეები არიან და 4 ოქტომბერს ამომრჩეველი ყველას შესაბამის პასუხს გასცემს“, – განაცხადა კახა კალაძემ. „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა: „თუ გავიღვიძეთ თბილისში, სადაც კუპრაძე არის მერი და საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას, ამათ ხომ „გაედოთ“ ბაირამ-დუდუკში, გამოვა კუპრაძე მეორე დღეს და იტყვის, აბა, მიდი, გაფიცვების ორგანიზება, ბრძოლა, წარმოიდგინე, მუნიციპალური სამსახურები რომ იფიცებიან“.
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
მოქალაეებს ჯარიმის შესახებ ცრუ შეტყობინება ეგზავნებათ- საპატრულო პოლიცია გავფრთხილებას ავრცელებს
შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ცენზურის განხორციელებისთვის მონიტორინგი დაევალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)