|
2025-09-02 22:16:26, 923 ნახვა
პოლიტიკა
ევრობარომეტრმა გამოკითხვა ჩაატარა,- რომელი ქვეყანა ემხრობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას
ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, ყველა აუცილებელი კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მოსახლეობის 46%-ია, წინააღმდეგი კი 43%. კვლევაში ასევე მოცემულია თითოეულ ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებიც. კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი შვედეთში დაფიქსირდა – 71%, ლიტვაში – 62%, ლატვიაში – 62%, დანიაში – 61%, კვიპროსში – 58%, ხორვატიაში – 57%, სლოვაკეთში – 57%, უნგრეთში – 57%, ესპანეთში – 56%, საბერძნეთში – 54%, ნიდერლანდებში 52%, პორტუგალიაში – 51%. ამავე გამოკითხვის მიხედვით, კრიტერიუმის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას ყველაზე მეტი მოწინააღმდეგე ავსტრიაში, ჩეხეთში, გერმანიაში, იტალიასა და საფრანგეთში ჰყავს. კერძოდ, ავსტრიაში წინააღმდეგია გამოკითხულთა 64%, ხოლო მომხრე 29%; ჩეხეთში წინააღმდეგია 61%, მომხრე 29%; გერმანიაში წინააღმდეგია 53%, მომხრე 37%; იტალიაში წინააღმდეგია 49%, მომხრე 45% საფრანგეთში წინააღმდეგია 48%, მომხრე 36%. ამავდროულად, კვლევის მიხედვით, ზოგადად ევროკავშირის გაფართოებას წევრი ქვეყნების მოქალაქეთა 56% უჭერს მხარს. კვლევა დღეს კოპენჰაგენში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში გამოქვეყნდა, სადაც ევროკავშირის გაფართოების საკითხი განიხილებოდა.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)