|
2016-03-22 16:09:14, 582 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო მინისტრის აპარატი: ბრიუსელში ვიზიტად მყოფი საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები უსაფრთხოდ არიან
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, 20-23 მარტს, მათი და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ორგანიზებით, ბრიუსელში ვიზიტით იმყოფებიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონების, მათ შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები. სახელმწიფო მინისტრის აპარატი დაუკავშირდა ვიზიტის ორგანიზატორებს და მათი ინფორმაციით, დელეგაციის წევრები უსაფრთხოდ არიან. ინფორმაციისთვის: ბრიუსელში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ამოქმედდა საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი: +32 4777 000 34 / +32 470 2442 62. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბრიუსელში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ბელგიის სამეფოს მთავრობის მიერ გამოცხადებული საგანგებო რეჟიმის წესები.
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)