|
2025-08-24 15:08:51, 1112 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ზურაბიშვილის თქმით, ქართველებმა და უკრაინელებმა კარგად იციან დამოუკიდებლობის ფასი, ტერიტორიული მთლიანობის ფასი, სუვერენიტეტის ფასი. მან განაცხადა, რომ უკრაინაში მშვიდობა იქნება და „ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში“. „ძვირფასო ვლადიმერ, ძვირფასო პრეზიდენტო ზელენსკი, ძვირფასო უკრაინელ მეგობრებო, თქვენი ქვეყნის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შემდეგ, უკვე მესამედ გიგზავნით გულწრფელ მილოცვებს ქართველი ხალხის სახელით დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. ჩვენ, ქართველებმა და თქვენ, უკრაინელებმა, კარგად ვიცით დამოუკიდებლობის ფასი, ტერიტორიული მთლიანობის ფასი, სუვერენიტეტის ფასი. ბოლო წლების განმავლობაში თქვენ მსოფლიოს დაუმტკიცეთ, თუ რას ნიშნავს თქვენი ტერიტორიის დაცვა, თქვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება. თქვენ მოახერხეთ მთელი ევროპის თქვენს გარშემო გაერთიანება და დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ აჩვენებთ, რომ ვერავინ დაიპყრობს უკრაინას ომით, არამედ აჩვენებთ, რომ ვერავინ დაიპყრობს უკრაინას მშვიდობიანი გზით. თქვენ გექნებათ მშვიდობა, გექნებათ ქართველი ხალხის მხარდაჭერა, ჩვენ ერთად გვექნება საერთო მომავალი ევროპაში, ამაში დარწმუნებული ვარ და კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე!“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რუსეთის მიერ აღიარებულმა თალიბანმა ავღანეთში ბავშვთა ქორწინება დააკანონა
ოცნებამ საპატრიარქოსთვის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონ 300 ათასი ლარი გამოყო
საპატრიარქო რეზიდენციაში ავტომობილით შეჭრილი მძღოლი - მე მირჩევნია მარტო ვიყო, არ მჭირდება ინტერესების დაცვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)