|
2025-08-21 16:51:52, 1867 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „მეტროპოლ ლისის“ მულტიფუნქციური პროექტი ხორციელდება
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკი დეველოპერული კომპანია მეტროპოლის პარტნიორია, რომელიც თბილისში, ლისის ტბის მიმდებარედ, ახალ სუბურბანულ პროექტს ახორიცელებს. პროექტი 70 000 მ² ფართობზე მულტიფუნქციურ საცხოვრებელ სივრცეებს ითვალისწინებს. მისი ჯამური საინვესტიციო მოცულობა 15 მილიონ ლარს შეადგენს, საიდანაც საქართველოს ბანკის წილი 9 150 000 ლარზე მეტია. მეტროპოლ ლისის კონცეფცია ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, თანამედროვე არქიტექტურასა და სრულად განვითარებულ ინფრასტრუქტურას ემყარება. ახალ უბანში 70-მდე ვილა აშენდება, რომელთა ნაკვეთის ფართობი 600 მ²-დან 1,500 მ²-მდეა. მობინადრეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახლის ხუთი განსხვავებული არქიტექტურული დიზაინიდან სასურველი აირჩიონ, რომლის აშენებასაც კომპანია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს. დასახლება მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა, მათ შორისაა: პადელის მოედანი, ღია კინოთეატრი, საბავშვო და სპორტული მოედნები, ველობილიკები და მოსასვენებელი ზონები, დეკორაციული გამწვანება და შადრევნები. პროექტი ასევე ჭკვიან სისტემებს მოიცავს. “საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი გარემოს ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. მიგვაჩნია, რომ მეტროპოლ ლისი სწორედ ასეთი პროექტია და მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეს პროექტი მობინადრეებს გამორჩეულ კომფორტს, უსაფრთხოებასა და ბუნებასთან სიახლოვეს შესთავაზებს, ჩვენ კი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინტიტუტი არ ვჩერდებით და ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ერთობლივად კიდევ არაერთ საინტერესო პროექტს განვახორციელებთ”, - აღნიშნავს ირაკლი კიკალიშვილი, საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსი. დეველოპერული კომპანია მეტროპოლი 2022 წლიდან მომხმარებლებს საცხოვრებელი, საინვესტიციო და სუბურბანული უძრავი ქონების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. მეტროპოლი საქართველოს ბანკთან დაარსების დღიდან თანამშრომლობს. აღსანიშნავია, რომ წელს დასრულდა მეტროპოლ ბაგების მშენებლობა, რომელიც ასევე ბანკის მხარდაჭერით განხორციელდა. მეტროპოლი ამჟამად 2,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სამომავლოდ კი საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებასა და წარმომადგენლობითი ოფისების გახსნას გეგმავს.
ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით, მურთაზ ზოდელავას კი 9 თვით პატიმრობა მიესაჯა
კასტროზე ბრალდების წაყენების შემდეგ, ტრამპმა კუბის სანაპიროზე საჰაერო ხომალდების გადამზიდავი ჯგუფი გაგზავნა
PACE-მ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მოამზადა, მას ივნისის სესიაზე ეყრება კენჭი
უნგრეთის მმართველი პარტია პრემიერმინისტრის ვადების შეზღუდვას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
უკრაინამ მოითხოვა, რომ რუსეთს ჩამოერთვას გაეროს უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის უფლება მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმების გამო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)