|
2025-08-21 11:47:11, 1456 ნახვა
საზოგადოება
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება
იშვიათი დაავადებების სამკურნალო სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება - სახელმწიფო ცისტური ფიბროზით დაავადებული პაციენტებისთვის საინჰალაციო პრეპარატებისთვის, ანტიბიოტიკებს, ვიტამინებსა და სხვა მედიკამენტებს შეისყიდის. იზრდება მათთვის სტაციონარული მომსახურების დაფინანსებაც. ცვლილების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა, ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების ოჯახის წევრებს ინფორმაცია პირადად მიაწოდა - შეხვედრები ქუთაისსა და თბილისში გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს აღნიშნული სიახლეები. ასევე, ისაუბრეს ბენეფიციართა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც. მინისტრმა, მშობლებთან გამართულ შეხვედრებზე ყურადღება გაამახვილა, ამ მიმართულებით არსებულ, სამომავლო გეგმებზეც. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ პროგრამაში განხორციელებული ცვლილება, პაციენტთა საჭიროებების გათვალისწინებით, მათი ოჯახის წევრებთან რეგულარული კომუნიკაციის საფუძველზე მოხდა. მინისტრის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო განაგრძობს მუშაობას პროგრამის გაფართოებაზე — მათ შორის, პაციენტების საჭიროების შესაბამისად, ფიზიოთერაპიის სერვისების შეთავაზებასა და სხვა მედიკამენტების შესყიდვაზე. როგორც პედიატრმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ასეთი შეხვედრები, სადაც ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მშობლები, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს უშუალოდ მინისტრთან განიხილავენ და პასუხებსაც მისგანვე ისმენენ. განხორციელებული ცვლილების ფარგლებში, პაციენტებს დაუფინანსდებათ:
აღნიშნული პრეპარატები მკვეთრად გააუმჯობესებს პაციენტის ცხოვრების ხარისხსა და ხელს შეუწყობს დაავადების მართვას, გართულებების თავიდან აცილებასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას. მედიკამენტებით უზრუნველყოფა ეტაპობრივად, ოქტომბერსა და ნოემბერში დაიწყება. შეხვედრებს ესწრებოდნენ: ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და ექიმები. ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი მემკვიდრული გენეტიკური დაავადებაა, რომლის დროსაც არ ხდება ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სეკრეტების გათხიერება, რის გამოც პაციენტებში ხშირია მორეციდივე სასუნთქი გზების ინფექციები. ეს უკვე მეორე ცვლილებაა, რომელიც იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში 2025 წელს განხორციელდა. ივლისში, სამინისტრომ, რეგიონებში მცხოვრები გაფანტული სკლეროზის მქონე პაციენტებისთვის სამკურნალო მედიკამენტებისა და კვლევების დაფინანსება დაიწყო. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 55 000 000 ლარია.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)