|
2025-08-08 16:16:33, 2157 ნახვა
სამართალი
აქციების დროს დაკავებული 8 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვეს
თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირის პროცესი გაიმართა. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება სავალდებულო წესით გადასინჯა - მჭედლიშვილის თქმით, არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, რის გამოც რვავე ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა. "მიმალვის საფრთხეზე სასამართლომ გააკეთა მკაფიო განმარტება, რომ არ არსებობს. შესაბამისად ახალი არგუმენტი არ წარმოუდგენია პროკურატურას და ამ საფრთხეზე აღარც იმსჯელებს და რაც შეეხება განმეორებით დანაშაულს - სასამართლო კიდევ ერთხელ ამბობს, რომ მოცემულ საკითხს იხილავს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით და მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობს" - რადიო თავისუფლების ცნობით, თქვა მოსამართლემ. საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულებულია, სასამართლო დაცვის მტკიცებულებებს განიხილავს. სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან - მათ 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ხუთს კი - ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)