|
2025-08-06 13:47:32, 2172 ნახვა
სამართალი
ბათუმის საქალაქო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილი მივიდა
ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენი უნდა გახდეს ცნობილი, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. პარალელურად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეზოში მზია ამაღლობელის მხარდამჭერები იკრიბებიან. რამდენიმე წუთის წინ სასამართლოში მიიყვანეს მზია ამაღლობელიც, რომელსაც მხარდამჭერები გამამხნევებელი შეძახილებით შეხვდნენ, კერძოდ, ისმოდა შეძახილები: „მზია, გამაგრდი“, „თავისუფლება მზიას“. ცნობისთვის, გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. მან ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძეს სილა გააწნა. საქმეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავდა, რომელიც დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს გამოაცხადებს.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)