|
2025-08-05 16:46:23, 2891 ნახვა
პოლიტიკა
ყაველაშვილმა 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ბრძანება გასცა
მიხეილ ყაველაშვილმა 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების ბრძანება გასცა. შესაბამისი ინფორმაცია მისმა პრესსამსახურმა გაავრცელა. „საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის, ბრძანებულების თანახმად, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ბრძანებულებას ასევე ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. „საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ორგანული კანონის 133-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის შემდეგი არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დაგეგმილი“, - ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის N05/08/01 ბრძანებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)