|
2025-08-02 11:36:52, 2592 ნახვა
სამართალი
შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ნარკოდანაშაულისთვის სამი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ 1982 წელს დაბადებულმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს ქ. თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორმა დ.კ-მ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება 1981 წელს დაბადებული მოქალაქე ბ.ჯ-სგან, რომელსაც თავის მხრივ ზემოთ ხსენებული ნარკოტიკული საშუალება, მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონოდ გადასცა 1966 წელს დაბადებულმა მოქალაქე დ.კ-მ. პოლიციის თანამშრომელ დ.კ-ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, რომელსაც ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა. გარდა ამისა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“ და ერთი ცალი ნაგანის სისტემის რევოლვერებისათვის განკუთვნილი საბრძოლო ვაზნა, რომლებსაც ბრალდებულები მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ. ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული საშუალების მატერიალური სარგებლის მიღების მიზნის გარეშე უკანონო გადაცემისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე სეკუნდა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
მართვის მოწმობის მიღების წესებში ცვლილებები შევიდა
სირია 1975 წლის შემდეგ პირველად, მონაწილეობას მიიღებს G7-ის სამიტში მოწვეული ქვეყნის სტატუსით
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)