|
2025-07-31 16:56:36, 2449 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ბურჭულაძე - 4 ოქტომბერი ივანიშვილის მთავრობის მშვიდობიანი დამხობის დღედ გამოცხადდა
მსოფლიოში ცნობილი ბანის, პაატა ბურჭულაძის თქმით, ეროვნული კრების ჩატარება რესპუბლიკის მოედანზე 4 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზეა დაგეგმილი. როგორც ბურჭულაძემ დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში განაცხადა, „4 ოქტომბერი გამოცხადებულია ივანიშვილის მთავრობის მშვიდობიანი დამხობის დღედ, რადგან ეს არა მხოლოდ პროტესტის თარიღია, არამედ ის გამარჯვების ისტორიული დღე გახდება“. „ამ განცხადების ადრესატი არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტია და არც ერთი პოლიტიკოსი. ამიტომ, მივმართავ მის უდიდებულესობას, ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, ჩვენ ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვმართავთ ეროვნულ კრებას, დავიბრუნებთ რეჟიმის მიერ მოპარულ ქვეყანას, ხმას ვაძლევთ საქართველოს განთავისუფლებას. ჩვენ უნდა წავართვათ ივანიშვილს უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს. 4 ოქტომბერი გამოცხადებულია ივანიშვილის მთავრობის მშვიდობიანი გზით დამხობის დღედ, რადგან ეს არა მხოლოდ პროტესტის თარიღია, არამედ ის გახდება გამარჯვების ისტორიული დღე. ამიტომ, 4 ოქტომბერი გამოცხადებულია ივანიშვილის მთავრობის მშვიდობიანი გზით დამხობის დღედ. მოემზადე, საქართველო, იბრძოლე ბოლომდე!“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)